საბუეს საჯარო სკოლის ეზოში, თვითმმართველობის ინიციატივით, ცაცხვის ნერგები დაირგო
20-04-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

ახლახან, ​სკოლის ეზოში, თვითმმართველობის ინიციატივით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის მიზნით, ცაცხვის ნერგები დაირგო.

„ერთად ვქმნით უკეთეს გარემოს ჩვენი მომავლისთვის!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა, აქტივობას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ.

​მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს - ვანო ზაალიშვილს, რომელმაც გვაჩუქა ცაცხვის ნერგები და წვლილი შეიტანა სკოლის გამწვანებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს - „ასეთი ინიციატივები აძლიერებს სასკოლო საზოგადოებას და ქმნის უკეთეს გარემოს“.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203