
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ქართული ენის დღე.
ქართული ენის მასწავლებლების - ლეილა დათაშვილისა და ირინე თავღორაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო და შემოქმედებითი აქტივობები.
მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, ისაუბრეს ქართული ენის დღის მნიშვნელოვან მოვლენებზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ ღონისძიების მიზანი იყო ქართული ენის სიყვარულის გაღვივება მოსწავლეებში. სკოლის დირექტორმა რუბენ ვარდანიანმა ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.
იხილეთ ფოტოები: