დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში
20-04-2026

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ფასეულობებზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა 14 აპრილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. 

 IV კლასმა, დამრიგებლის - მარინე გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, გამართა საინტერესო ღონისძიება. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დედაენის დღე კიდევ ერთხელ იქცა იმ განსაკუთრებულ დღედ, როცა სიტყვებს მხოლოდ მნიშვნელობა კი არა - გრძნობაც აქვს .

ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები რესურსცენტრიდან, ქალაქის მერიიდან, სკოლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები.

მოსწავლეებმა საკუთარი ძალებითა და ნიჭით შექმნეს ის ემოცია, რომელმაც დარბაზი გააერთიანა. ჟღერდა: ლექსები, სიმღერები და ცეკვები. თითოეულ შესრულებაში იგრძნობოდა მათი გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა მშობლიური დედა-ენისადმი.

„ეს დღე კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა,რომ დედაენა ჩვენი სული და ხორცია, აუწონელი და შეუფასებელ გვირგვინად ქცეული სიმდიდრეა, რომელიც თაობებს უნდა გადავცეთ“,- დასძენენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203