უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სააღდგომო ღონისძიება 
20-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. 

გაიმართა ღონისძიება, რომელიც ატარებდა როგორც სასწავლო-შემეცნებით, ისე საზეიმო ხასიათს. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, აღნიშვნის ტრადიციებზე, სააღდგომო სუფრაც გაშალეს, წითელი კვერცხებიც შეაჭიდეს და დღესასწაული დიდი სიხარულით, შემოქმედებითად აღნიშნეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203