
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ.
ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი მაია გრიგორიანი მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობებს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ამჯერად პედაგოგი პირველკლასელი არტურ აგაჯანიანის ვიდეოს გვიზიარებს, სადაც მოსწავლე ლექსს გვიკითხავს.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელმა ქართული ანბანი უკვე სამაგალითოდ შეისწავლა და ქართულ ნაწარმოებებსაც შეეჭიდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: