
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ქართული ენის სიყვარულითა და იტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია მიეძღვნა.
„ო, ენავ ჩემო,დედაო ენავ“- ეს სტრიქონები იყო დევიზი ამ საინტეესო კვირეულისა.
კვირეული სხვადასხვა აქტივობებით იყო გაჯერებული. მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კონკურსებმა:
1.„სუფთა წერა ანუ ხელის ჩუქურთმა“;
2. „არა ბარბარიზმებს ანუ მხოლოდ ქართულად ვილაპარაკოთ“;
3.„ჯიხალდეს ლუშნუ“ („იცოდე სვანური“).
14 აპრილი იყო კვირეულის შეჯამების დღე.
თავდაპირველად კვირეულში მონაწილე მოსწავლეებმა საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის შესახებ, შემდეგ კი წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიების დასასრულს კი აღნიშნულ კონკურსებში გამარჯვებულები დასახელდა და გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
იხილეთ ფოტოები: