
14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგმა, VII, VIII და IX კლასებში ჩაატარა მინილექცია.
პედაგოგმა ისაუბრა ქართული ენის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე იმ საერთო პასუხისმგებლობაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია მისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის, დაცვისა და შენარჩუნების საქმეში.
ღონისძიება მოსწავლეთა აქტიურობითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა - მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები და შექმნეს თემატური კედლის გაზეთები.
იხილეთ ფოტოები: