
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემოქმედებითი გასვილითი ღონისძიება მოეწყო.
Vბ კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ანა ანდრიაშვილთან ერთად თიხის ოსტატს - ქეთი სეფაშვილს ესტუმრნენ.
ბავშვებმა შეისწავლეს თიხის დამუშავება, გამოძერწეს თასები სხვადასხვა თიხის ნაკეთობები, დაამზადეს და მოხატეს სააღდგომო სუვენირები.
გასვლითი ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, შემოქმედებითი და სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: