
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
ახლახან, Xბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მზია ბაიდოშვილის ხელმძღვანელობით, გამართეს ვიქტორინა სახელწოდებით - „ვინ უკეთ იცნობს ვეფხისტყაოსანს“.
ვიქტორინა მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ რუსთაველის უკვდავი პოემა მხოლოდ ტექსტი არ არის. ეს არის სიბრძნის, მეგობრობის, ჭეშმარიტი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო. ვიქტორინის თითოეული კითხვა მოსწავლეებს ახსენებდა პოემის მთავარ იდეებს. პერსონაჟები და ეპიზოდები ნათლად აჩვენებს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ დღემდე ინარჩუნებს თავის აქტუალობას და ადამიანურ ღირებულებებს.
„ღონისძიება Xბ კლასისთვის იყო არა მხოლოდ შეჯიბრება, არამედ ქართული კლასიკის უკეთ შეცნობის საინტერესო გამოცდილება“,- დასძენენ სკოლაში.