
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, დედაენის დღე სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, მოსწავლეებმა დაგეგმეს განსაკუთრებული და შემოქმედებითი აქტივობა სახელწოდებით - „ხმოვანი რადიო“, რომლის მეშვეობითაც გააჟღერეს ქართული ენის მნიშვნელობა და მისი დაცვა-შენარჩუნების აუცილებლობა.
სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას - ყოველ დასვენებაზე ისმოდა მოსწავლეთა მიერ წაკითხული ლექსები, შესრულებული სიმღერები და ქართული სიტყვისადმი სიყვარულით გაჟღენთილი გზავნილები.
„დედაენა ჩვენი იდენტობის საფუძველია - მისი გაფრთხილება და განვითარება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
აქტივობას ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნუგზარ მარკოიძე, რომელსაც სკოლაში მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: