ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა 
20-04-2026

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომელსაც ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

დაწყებით კლასებში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, განსაკუთრებული ინტერესითა და შემოქმედებითი აქტივობებით გამოირჩეოდა. ხელოვნების პედაგოგმა - მაია ფხაკაძემ მოსწავლეებს მრავალფეროვანი და შთამაგონებელი გარემო შეუქმნა, სადაც თითოეულმა ბავშვმა შეძლო საკუთარი ხედვისა და ემოციის გამოხატვა.

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კლასში ჩატარდა განსხვავებული აქტივობები - პატარებმა ხატვით, აპლიკაციებითა და შემოქმედებითი ნამუშევრებით გადმოსცეს დედამიწის სილამაზე და მისი დაცვის მნიშვნელობა. ისინი საუბრობდნენ ბუნებაზე, გარემოს დაცვაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ადამიანმა იზრუნოს ჩვენს საერთო სახლზე.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კოსმოსის თემაც - მოსწავლეებმა იმსჯელეს დედამიწის ადგილსა და მნიშვნელობაზე უსასრულო სამყაროში, გაიცნეს მისი უნიკალურობა და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი მოვლა და გაფრთხილება.

„ეს კვირეული არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ ბავშვებში პასუხისმგებლობის, სიყვარულისა და გარემოსადმი ზრუნვის გრძნობის გაღვივებას ემსახურებოდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ  ასეთი აქტივობები მომავალ თაობაში ქმნის ცნობიერ მოქალაქეებს, რომლებიც სიყვარულითა და პატივისცემით მოუვლიან საკუთარ პლანეტას.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203