ფოთის N7 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები, დედაენის კვირეულის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ
20-04-2026

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.

კვირეულის მე-2 დღე გასვლით ღონისძიებას დაეთმო. მე-8 კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლის - თეონა ბჟალავას ხელმძღვანელობით, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ.

ბავშვები თავად იყვნენ ჩართულნი ქალბატონ ნუნუ ჭელიძის მიერ შეთავაზებულ აქტივობებში: მათ მიიღეს მონაწილეობა დაზიანებული წიგნის რესტავრაციაში.

გარდა ამისა საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებისგან მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია დამწერლობის განვითარებასა და ფოთის ბიბლიოთეკის ისტორიასთან დაკავშირებით და დაათვალიერეს წიგნსაცავი სივრცე.

„მასპინძლობაც ასეთი უნდა...“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ბიბლიოთეკის თანამშრომლებს საინტერესო მასპინძლობისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203