ფოთის N7 სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის ღია გაკვეთილზე ბარბარიზმები „გაასამართლეს“
20-04-2026

14 აპრილი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში კვირეული გაიმართა, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გააერთიანა. 

აღსანიშნავია,  ენის კვირეულის ფარგლებში VI კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი ქართულში, თემაზე -  ბარბარიზმები. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნანა დონდოლაძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა, ფინალური ნაწილი კი იყო მოსწავლეთა როლური თამაში - „ბარბარიზმების გასამართლება“. 

მოსწავლეებმა ბარბარიზმები „გაასამართლეს“ და ქართული ენის სიწმინდის დაწვის აუცილებლობა აღნიშნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203