ითხვისის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ვიქტორინა მიეძღვნა 
17-04-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა. 

15 აპრილს, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ეგიდით, ინგა გამსახურდიშვილმა, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ვიქტორინა ჩაატარა.

ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს ქართული ენის მნიშვნელობა ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ენისა და დამწერლობის განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიაც გაიხსენეს. 

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ხალისით პასუხობდნენ შეკითხვებს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიანი, მსგავსი ღონისძიებების დახმარებით მოწაფეები განიმტკიცებენ ცოდნას, ეჩვევიან სწრაფ აზროვნებას, ჯგუფურ მუშაობას.

„ღონისძიება საინტერესო და შემეცნებითი იყო როგორც მონაწილეების, ასევე მაყურებლებისათვის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203