თბილისის N79 სკოლის ეზოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის სახელზე ხე დაირგო
17-04-2026

თბილისის N79 საჯარო სკოლაში გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილის - ნანა ციმაკურიძის ინიციატივით, განხორციელდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ღონისძიება: დაირგო ხე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სახელზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხის პატრიარქის სახელზე დარგვა არ არის მხოლოდ ეკოლოგიური აქტი - იგი წარმოადგენს პატივისცემის გამოხატვას ქვეყნის სულიერი ლიდერის მიმართ, იმ ღირებულებებისადმი, რომლებსაც იგი წლები ამკვიდრებდა საზოგადოებაში: სიკეთე, ერთობა, სამშობლოს სიყვარული და ბუნებაზე ზრუნვა.

„ხე, როგორც სიცოცხლის, განახლებისა და მომავლის სიმბოლო, ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, იგი ასოცირდება სულიერ სიმტკიცესთან, ფესვებთან და უწყვეტ განვითარებასთან“,- დასძენენ სკოლაში. 

ხის დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები.

„მათი ჩართულობა კი იყო არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ შემეცნებითი და ღირებულებითი!

გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ ნანა ციმაკურიძეს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის. მისი მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო და სულიერი ცნობიერების ამაღლებას“, -აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203