ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
17-04-2026

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი წარმატება კი საამაყო. 

ახლახან დასრულდა ანრი ჯგერენაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი.

2015-2016 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გამართულ შეჯიბრში ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს პატარა ფეხბურთელებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალ ტურნირებში!  წინ ახალი მიზნებისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203