„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ - ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
17-04-2026

14 აპრილს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“

ღონისძიება დედაენის დღეს მიეძღვნა და მისი მიზანი იყო ქართული ენის მნიშვნელობის ხაზგასმა ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტრიისა და ტკბილხმიანობის აღნიშვნა. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს, მის როლს ერის კულტურასა და ისტორიაში, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ეროვნული ცეკვებიც შეასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ ბერძენაულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მომავალ თაობას ეროვნული ღირებულებებით, პატიორტულ მოტივებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203