
14 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე საინტერესოდ და შემოქმედებითად აღინიშნა.
დაწყებითი კლასების მოსწავლეები ლექსებით და სიმღერებით მოეფერნენ მშობლიურ ენას.
მანამდე კი სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა. მასში III-VI და VII – XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა საინტერეოს კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
დაწყებით საფეხურზე ადგილები ასე განაწილდა: პირველი ადგილი დაიმსახურა მეხუთე კლასის მოსწავლის - მარიამ ზაქაიძის ნამუშევარმა; მეორე ადგილი დაიკავა მესამე კლასის მოსწავლე ნაზიმ მამედოვმა, ხოლო მესამე ადგილი მეექვსე კლასის მოსწავლის ფლორა მამედოვას ნამუშევარს ერგო.
VII – XI კლასის მოსწავლეებს შორის კი პირველი ადგილი დაიმსახურა მეათე კლასის მოსწავლე კობა კაიშაურმა, მეორე ადგილი კი -მე-10 კლასელმა ნანა სეთურიძემ, ხოლო მესამე ადგილი მერვეკლასელ ბარბარე ზაქაიძეს ერგო.
ზეიმზე მათ სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2