
თბილისის N28 საჯარო სკოლაში ნორჩ ეკოლოგთა კლუბ „ნეა“ მუშაობს, რომლებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
16-17 აპრილს, სკოლის კლუბ „ნეას“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა, პედაგოგ ლიანა ქსოვრელის ხელმძღვანელობით, განიხილეს თემა - „ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის“.
მე-6 კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ორი დღის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებში.
პირველ დღეს აქტივობა ჩატარდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსწავლეებმა დაასუფთავეს გარემო და შეაგროვეს ნარჩენები, რომელიც ბუნებას აბინძურებდა. მეორე დღეს სკოლაში დეტალურად დაათვალიერეს ნარჩენები. პედაგოგ ლიანა ქსოვრელთან ერთად დაახარისხეს:
- გადამუშავებადი;
- ხელახლა გამოსაყენებელი;
- გადასაყრელი;
დახარისხების შემდეგ დასვეს მთავარი კითხვა: შეიძლება თუ არა ნარჩენების ხელახლა გამოყენება?
აქტივობის მიზანი იყო: მოსწავლეებმა გაიგონ, რომ ნარჩენები არ არის უბრალოდ გადასაყრელი - მათ შეიძლება ჰქონდეთ „მეორე სიცოცხლე“.
„ცირკულარული ეკონომიკა“ კლუბ „ნეას“ წევრებისთვის უკვე ნაცნობი ცნებაა.
მოსწავლეებმა გაიგეს, რომ უნდა ვეცადოთ და მოვინდომოთ:
იხილეთ ფოტოები: