
„14 აპრილი ჩვენი სკოლისათვის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი თარიღი“, - აღნიშნავენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში და ქართული ენის დღეს ყოველ წელს განსაკუთრებული სითბოთი, პატივისცემითა და სიყვარულით აღნიშნავენ.
გაიმართა ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრები, საზეიმო თუ საგანმანათლებლო აქტივობები.
ღონისძიებაში აქტიურად და დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ მე-4 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო მრავალფეროვანი და შინაარსიანი პროგრამა.
მოსწავლეებმა ხაზი ხაზი გაუსვეს დედაენის დღის მნიშვნელობას, ქართული ენის სილამაზესა და დამწერლობის უნიკალურობას. მათ ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს პატივისცემა ქართული ენისადმი.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენის პედაგოგი - გოჰარიკ ლულუკიანი.
იხილეთ ფოტოები: