სასკოლო ფორმები დაახლოებით 100 ლარი ეღირება
17-04-2026

განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რომ სასკოლო ფორმა დაახლოებით 100 ლარი ეღირება, თუმცა დასძინა, რომ ეს საკითხი მისი „საკურატორო არ არის“.

„სასკოლო ფორმები დაახლოებით იქნება 30-დან 50 პროცენტამდე უფრო იაფი, ვიდრე მშობელს დღეს უხდება მისი სასკოლო აღჭურვა. სოციალურად დაუცველ პირებზე მინისტრმა განაცხადა, რომ 60 000 ქულაზე ნაკლებ მოსწავლეებზე სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და თვითონ უზრუნველყოფს აღნიშნული ტიპის დაფინანსებას. არის მშობელთა დიდი ნაწილი, რომელთაც აბსოლუტურად პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს...

რაც შეეხება ღირებულებას, ალბათ, ერთ ასეულ ლართან დაახლოებული რიცხვი იქნება. უბრალოდ ძალიან მიჭირს ამის თქმა, იქნება ჩემგან არასერიოზული განცხადება, რადგან იცით, რომ ბაზრის მოკვლევა ახლა დაწყებული, ფორმის დიზაინიც დამტკიცების პროცესშია. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ძალიან ნაადრევია აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203