
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო კონკურსში.
29 მარტს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში გაიმართა საჭადრაკო ტურნირი - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“.
ტურნირში აქტიურად მონაწილეობდნენ ეშტიის N1 საჯარო სკოლის პირველი და მეორე კლასების მოსწავლეები.
მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ტურნირში და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: