ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებით-საგანმანათლებლო ღონისძიება ეშტიის N1 საჯარო სკოლაში
20-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

გაიმართა ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრები, საზეიმო თუ საგანმანათლებლო აქტივობები.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და შეასრულეს ქართული ცეკვები. ასევე ჩატარდა ლიტერატურის მიმოხილვა და ვიქტორინა.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საუკეთესოდ წარმოაჩინეს ნიჭი და სიყვარული ქართული ენისა და კულტურის მიმართ.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ქართული ენის მასწავლებლებმა და ბილინგვური პროგრამის პედაგოგებმა. 

„ღონისძიებამ თბილ და სასიამოვნო გარემოში კიდევ ერთხელ შეგვახსენა დედაენის მნიშვნელობა და მისი დაცვის აუცილებლობა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203