„ანბანის ზეიმი“ - ქართული ენის სიყვარულით განმსჭვალული ღონისძიება ბარალეთის N2 სკოლაში
20-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი მასწავლებლის - ია ინასარიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საინტერესო და  თბილი ღონისძიება – „ანბანის ზეიმი“, რომელიც დედაენის სიყვარულსა და პატივისცემას მიეძღვნა.

პირველ კლასის ერთადერთი მოსწავლე დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით წარდგა აუდიტორიის წინაშე და ღირსეულად წარმოადგინა ქართული ანბანი. მას გვერდში დაუდგნენ სხვა კლასების მოსწავლეები, რომლებმაც სიხარულითა და მეგობრული მხარდაჭერით გაალამაზეს ღონისძიება.

მოსწავლეებმა ლექსებით და სიმღერებითა გააცოცხლეს ანბანი და დამსწრე საზოგადოებას შეუქმნეს დადებითი განწყობა.

„ზეიმი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სითბოთი, ერთიანობითა და ბავშვური გულწრფელობით“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ენა ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძველია და მისი სიყვარული ყველა თაობისთვის უმნიშვნელოვანესია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203