დედა ენის დღე და ახალი  წიგნები ალათუმანის საჯარო სკოლაში - საჩუქრი მომავალისთვის
17-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ემოციური და მრავალფეროვანი დღესასწაული მოეწყო.

14 აპრილს დედა ენის დღის საზეიმო ღონისძიებაზე სკოლაში სკოლაში ნამდგოლი ზეიმი მოეწყო.  დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სიმღერით, ლექსებით, ცეკვითა და თბილი სიტყვებით პატივი მიაგეს ქართული ენას.

სიმბოლურია რომ სწორედ ამ დღეს, როდესაც იაკობ გოგებაშვილის - „დედა ენის“ პირველი გამოცემიდან 150 წელი შესრულდა, ალათუმანის სკოლის განაკუთრებული სტუმარი გიორგი კეკელიძე ეწვია.

გიორგი კეკელიძემ სკოლას მხატვრული საბავშვო ლიტერატურა უსახსოვრა. ეს საჩუქარი მხოლოდ წიგნების გადაცემა არ არის - ეს არის ნოყური მასალა ქართული ენის კითხვის კლუბისთვის, რომელიც სამომავლოდ იფუნქციონირებს და ბავშვებს წიგნიერების სამყაროში გაუწევს მეგზურობას. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის ქართული მხატვრული ლიტერატურით მომარაგების იდეა, ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - სოფიო ბერიძის ინიციატივ იყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიგეგმა დღევანდელი საზეიმო ღონისძიებაც. სოფიო ბერიძის ძალისხმევით მიღებული წიგნადი ფონდი-საფუძველოს ჩაუყრის კითხვის კლუბის აქტიურ მუშაობას.

ეს ინიციატივა მშნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს მოსწავლეებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონისა და კითხვის კულტურის ამაღლებას.

აღნიშნული ღონისძიებას ესწრებოდა ახალქალაქის  საგანმანათლოებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა მოსწავლეების ჩართულობას და სკოლის შემოქმედებით გარემოს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203