
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
გაიმართა კვირეული, რომელმაც გააერთიანა, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი აქტივობები.
განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გამოირჩა, დედაენის კვირეულის ფარგლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაწერთა გამოფენა.
ფერადი გაფორმება, გულდასმით გადაწერილი ტექსტები და ბავშვური ნახატები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის ქართულ სიტყვას. თითოეული ნამუშევარი არის შრომის, მონდომებისა და დედაენისადმი პატივისცემის ნათელი მაგალითი.
ამ ლამაზ გარემოში კიდევ უფრო ცოცხლდება ჩვენი ენის სილამაზე და მნიშვნელობა.
„ვულოცავთ ყველას დედაენის კვირეულს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ფასეულობებზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები: