
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ II ნამიკოლაოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღინიშნა.
ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მაია კვარაცხელიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
ღონისძიებაში მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება, სახელწოდებით - „ო ენავ ჩემო, დედაო ენავ", მეტად საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო ისე შემოქმედებით აქტივობებს. მათ შორის იყო:
1.ინფორმაციული ხასიათის თემები:
ა) ქართული ენის დამწერლობის შესახებ;
ბ) 14 აპრილი დედაენის დღე;
გ) დედაენის შექმნის ისტორია.
2. ანბანზე შექმნილი ნახატების გამოფენა;
3. მხატვრული კითხვა;
4. კალიგრაფიის კონკურსი.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ უკეთ გაიაზრეს ქართული ენის მნიშვნელობა ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
იხილეთ ფოტოები: