
14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში კვირეული მოეწყო.
კვირეულმა არაერთი ღონისძიება გააერთიანა. მე-2 დღე კი შემოქმედებით აქტივობებს მიეძღვნა. მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს - ქართული ასო-ბგერები მაღალმხატვრულად მოხაზეს და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს სახელწოდებით - „ქართული ენის ჩუქურთმა“.
მოსწავლთა მოხატულ-მოჩუქრურთმებული ქართული ანბანი შთამბეჭდავი სანახავია. მოსწავლეებმა გამოფენით ხაზი გაუსვეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და დამწერლობის უნიკალურობას.
იხილეთ ფოტოები: