ხავეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ღონისძიებით აღინიშნა 
21-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა დედაენის დღე. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული ენის მნიშვნელობის, მისი სიწმინდისა და უნიკალურობის წარმოჩენას, ასევე მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღონისძიებაში მონაწილეობა მხოლოდ მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. მიუხედავად ამისა, მათ დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და მცირე თეატრალური ნომრები, რაც განსაკუთრებულად ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

„მადლობას ვუხდით მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაწეული შრომისა და აქტიური ჩართულობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203