ნინოწმინდის N4 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, დედაენის კვირეულის ფარგლებში, კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს
17-04-2026

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

გაიმართა დედაენის კვირეული, რომელმაც არაერთი საინტერესო ღონისძიება გააერთიანა. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით შექმნეს კალიგრაფიის ულამაზესი ნიმუშები.

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას.

„თითოეული ასო ბავშვების გულიდან მოდის და გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლიური ენის დაცვა და გაფრთხილება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203