
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ მნიშვნელოვან თარიღს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ქართული კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსი მოეწყო.
კონკურში მონაწილეობდნენ V-XI კლასების მოსწავლეები. კონკურსი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.
1-ელ, მე-2 და მე-3 ადგილებზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
„წარმატებები ჩვენს ბავშვებს მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: