კიზილქილისის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ლამაზი საღდგომო ღონისძიება 
17-04-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი
გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივირებას ემსახურება. 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, III კლასში, დამრიგებლის - რუსუდან თევანიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა, რომელიც ატარებდა როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო ხასიათს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, ადათ-წესებსა და სუფრის ტრადიციებზე, აღნიშნეს, თუ რა დატვირთვა აქვს ჯეჯილსა და წითელ კვერცხს.

ღონისძიება მე-3 კლასელებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203