
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული და ეროვნული ღირებულებებით შთაგონებული თაობები აღზარდონ.
სწორედ ამ შემართებით, სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება და ცხადია, გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა.
სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ენა, რომელიც გვაერთიანებს“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, აღნიშნეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ხაზი გაუსვეს მის სილამაზეს.
„დედაენის დღე ჩვენს სკოლაში წელს განსაკუთრებული ემოციით აღინიშნა. ეს არ ყოფილა მხოლოდ ღონისძიება - ეს იყო დღე, როცა თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ იგრძნო, რას ნიშნავს იყო ქართველი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: