
14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
თარიღს აქტიურად გამოეხმაურნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები,
სკოლის ქართული ენის პედაგოგების ხელმძღვანელობით, ჩატარდა კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე ღონისძიება სახელოწდებით - „დედაენის დღე“.
ბავშვები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. ღონისძიება ქართულ ენაზე წარიმართა და არაერთი საზეიმო, საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა.
სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ხელმძღვანელებსა და მონაწილეებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: