ერკეთის საჯარო სკოლაში, დედაენის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, „სიტყვის კედელი“ მოეწყო
21-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესოდ, არაერთი საგანმანათლებლო აქტივობით აღნიშნეს და უკეთ გაიაზრეს ქართული ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა. 

8 აპრილს, სკოლაში დედაენის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, მოეწყო „სიტყვის კედელი“, რომელზედაც მოსწავლეებმა ჩამოწერეს ბარბარიზმები, არქაიზმები და მათი შესატყვისი ქართული განმარტებები, აქვე აღმოჩნდა კუთხური მეტყველებისთვის დამახასიათებელი და ხმარებიდან გასული სიტყვები - მათი თანამედროვე განმარტებებით, 

ამავე დღეს თვალსაჩინო ადგილზე გამოიფინა I-VI კლასების მოსწავლეთა 3 საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევარი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203