
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მიეძღვნა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი, რომელმაც არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა განახორციელა.
15 აპრილს, სკოლის პოეტებმა და მწერლებმა წარმოადგინეს თავიანთი შედევრები.
მარიამ ჯალაბაძის, ანი მეგრელიძის, კატერინა ვაჩეიშვილის ლექსები, ნინო თედორაძის მოთხრობები, VII კლასების მიერ გამოუცდელი კალმით შექმნილი ჰაიკუ მკითხველთა ყურადღებას იმსახურებს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და ნორჩ შემოქმედებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: