განძის N2 სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
17-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეებს შეახსენა ამ დღის მნიშვნელობა  და ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

აღსანიშნავია მე-7 კლასში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ლილით გალოიანის განხორციელებული ღონისძიება - „ვიმოგზაუროთ ქართულ ენაში“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე.

პედაგოგმა მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებში ჩართო. მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები და ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203