ერკეთის საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში, ფილმ „სამოთხის გვრტიტების“ ჩვენება-განხილვა მოეწყო 
20-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ ღირსშესანიშნავ თარიღს პროექტი მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც,16 აპრილს,  გოდერძი ჩოხელის ფილმის - „სამოთხის გვრტიტები“, ჩვენება და განხილვა მოეწყო.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ემოციური, იუმორით სავსე დრამა, რომელიც უბრალო ადამიანების სიყვარულზე, ერთგულებასა და სიკეთეზე მოგვითხრობს.

მათ ერთმანეთს შთაბჭდილებები გაუზიარეს და ფილმის მთავარ სათქმელზე მეტად საინტერესოდ იმსჯელეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203