მასწავლებლები ერთდროულად 5 გამოცდაზე დარეგისტრირებას შეძლებენ - NAEC ცვლილებებზე
17-04-2026

​მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია 20 აპრილს იწყება და როგორც ცნობილი ხდება, წელს მასწავლებლები რამდენიმე ტესტირებაზე გასვლა შეეძლებათ, უფრო კონკრეტულად კი სურვილის შემთხვევაში სამი საგნის, უფროს სპეცმასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე.

„2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და ასევე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ კანდიდატები ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).

მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური 50 ლარია, შესაბამისად აპლიკანტებმა უნდა გადაიხადონ იმდენი 50 ლარი, რამდენ ტესტირებაზეც დარეგისტრირდებიან.

მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება - დეტალური ინფორმაცია

2025 წლის მასწავლებლების გამოცდის ყველა საგნის ტესტი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203