„კალთასისხლიანი აპრილი“ - შთამბეჭდავი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია ერკეთის საჯარო სკოლაში 
20-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, არასდროს ივიწყებენ მნიშვნელოვან თარირებსა და მოვლენებს და მოწაფეებთან ერთად ღირსეულ პატივს მიაგებენ სახელოვან წინაპრებს. 

9 აპრილის ეროვნული სულის გამოღვიძებას მიეძღვნა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „კალთასისხლიანი აპრილი“. ღონისძიება მოეწყო ბიბლიოთეკის მკითხველებისა და ბიბლიოთეკარ ნათია დოლიძის ინიციატივით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა დიდმა პასუხისმგებლობამ და აქტიურმა ჩართულობამ ცხადყო, რომ ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს მამულის სამსხვერპლოზე მიტანილ სიცოცხლეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203