„ენა დედაა ერისა“ - ერკეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბის წევრებმა გაზეთის საიუბილეო ნომერი გამოუშვეს
17-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი. 

კლუბმა ახლახან გამოუშვეს გაზეთის საიუბილეო ნომერი სახელწოდებით - „ენა დედაა ერისა“. 

საიუბილეო ნომერში თავმოყრილია როგორც მოსწავლეთა შემოქმედება, ისე საინტერესო სტატიები ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის დაცვასა და განვითარებაზე.

გაზეთში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული აზრზე, რომ ენა ეროვნული იდენტობის მთავარი საფუძველია.

გამოცემის მთავარი მიზანი კი მოსწავლეებში ქართული ენის სიყვარულის გაღრმავება და მისი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203