ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
17-04-2026

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მე-6ბ კლასში ჩატარდა ლამაზი და ღრმა შინაარსის მატარებელი ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეებს ამ ღირსშესანიშნავი დღის მნიშვნელობა შეახსენა. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენის მასწავლებელი ზარუჰი ესოიანი, რომელმაც თავისი მონდომებითა და სიყვარულით შეძლო მოსწავლეების ჩართვა ენისა და კულტურის საინტერესო სამყაროში.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სიმღერები, ლექსები და სხვადასხვა საინტერესო ნომერი, წარმოაჩინეს ენის ცოდნა, სიყვარული და პატივისცემა. 

„დღე იყო სავსე დადებითი ემოციებით, ღიმილითა და ახალი შთაბეჭდილებებით“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203