„ნამდვილი შემოქმედებითი ფოიერვერკი“ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი მოეწყო
17-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს კვირეული მიეძღვნა, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

აღსანიშნავია კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, მეტად საინტერესოდ და შემოქმედებითად წარიმართა. 

„დედაენის კვირეულის ფარგლებში, ჩვენს სკოლაში ნამდვილი შემოქმედებითი ფოიერვერკი მოეწყო.

პატარა კალიგრაფებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით გააცოცხლეს ქართული ანბანის საოცარი მოხაზულობა. ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს ნამუშევრები, გამოიყენეს სხვადასხვა ტექნიკა და ძველებური სტილის „დამწვარი“ ქაღალდებიც კი, რამაც მათ ნაწერებს განსაკუთრებული იერი შესძინა. 

ვამაყობთ თითოეული მონაწილით! ქართული ენა ხომ მზეებისა და იების ენაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203