მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სააღდგომო ნამუშევრები
17-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო, საზეიმო თუ შემოქმედებითი ღონისძიებებით.

აღსანიშნავია, სასწავლო-შემოქმედებითი სააღდგომო აქტივობები. ინგლისურის გაკვეთილზე მე-4 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურის მასწავლებელთან ერთად შექმნეს სააღდგომო ნამუშევრები.

ამ აქტივობების მეშვეობით ისწავლეს აღდგომასთან დაკავშირებული ინგლისური სიტყვები. მოსწავლეებმა ასევე საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს.

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მე-4 კლასელებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი და დრო მეტად სახალისოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203