კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საგაზაფხულო ღონისძიება
17-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო, საზეიმო თუ შემოქმედებითი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია ლამაზი საზეიმო ღონისძიება, რომლითაც მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხული და დედის დღე აღნიშნეს. 

პატარებმა დედებს არაერთი ლამაზი ნომერი მიუძღვნეს და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

ასევე გამოიფინა მოსწავლეთა ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა ბილინგური პროგრამის არაფორმალური განათლების ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203