პატარა სამსარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა 
17-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნას, ისე მათ ინტელექტუალურ განვითარებას, ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

13 აპრილს, პატარა სამსარის საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი - „რა? სად? როდის?“, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტერესითა და აქტიური ჩართულობით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები. მონაწილეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ინტელექტუალურ თამაშში, გამოავლინეს ცოდნა, სწრაფი აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი. კონკურსმა შექმნა სასიამოვნო და მეგობრული გარემო, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესო და შთამბეჭდავს ხდიდა.

ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილესა და გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სიგელები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ლუსია კურგინიანი

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203