
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო რესურსების ბავშვთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებაზე.
ბაია კვიციანის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მშობელთა მხარდაჭერა წარმოადგენს და სწორედ ამ მიზნით, ექვს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია პოზიტიური მშობლობის სესიების ჩატარება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ფოკუს ჯგუფი, სადაც მონაწილეებმა გამოავლინეს სასკოლო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები და დასახეს მათი გადაჭრის გზები.