
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღინიშნა. ეს დღეები სკოლისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ემოციურად დატვირთული და შთამაგონებელი აღმოჩნდა.
კვირეულის ფარგლებში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს კალიგრაფიის კონკურსში, სადაც თითოეული ასო სიყვარულითა და ყურადღებით იწერებოდა.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ვიქტორინა-ტესტირებამ „ვინ უკეთ იცის ქართული ენა და მართლწერა“, რომელმაც მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის გამოვლენის, არამედ ჯანსაღი კონკურენციისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერების საშუალება მისცა.
კვირეულის განმავლობაში ჩატარდა ღია გაკვეთილებიც, სადაც ქართული ენის სიღრმე და სიმდიდრე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, ხოლო დასასრულს გამართული ზეიმი ნამდვილ დღესასწაულად იქცა.
ეს კვირეული კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დედაენა ჩვენი სულიერი ფესვია, რომელიც გვაერთიანებს, გვაძლიერებს და მომავალს გვიქმნის.
იხილეთ ფოტოები: