
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სწორ ღირებულებებს, კაცთმოყვარეობასა და ემპათიას ასწავლიან.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ფილმის ჩვენება, რომელიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა.
„დღეს ჩვენს კლასში განსაკუთრებული ემოციური დღე გვქონდა. მოსწავლეებთან ერთად ვუყურეთ ფილმს - „საოცრება“, რომელმაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ადამიანობაზე, სიკეთეზე და თანაგრძნობაზე.
ფილმის მთავარი გზავნილი - „იყავი კეთილი“ - ბავშვების გულებში განსაკუთრებით ახლოს მივიდა.
ერთად განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, განსხვავებულის მიღება და მეგობრობის ძალა“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ასეთი აქტივობები მხოლოდ ცოდნას კი არ აძლევს ბავშვებს, არამედ მათ უკეთეს ადამიანებად ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.
„გვსურს, რომ ეს პატარა გაკვეთილი დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოოტები და ვიდეო: