ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა
16-04-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განსაკუთრებული სითბოთი და სულიერი განწყობით შეხვდნენ.

„ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ — ამ სიტყვებით გაჟღერდა მოსწავლეთა მილოცვა, რომელმაც სკოლაში საზეიმო და ამაღლებული ატმოსფერო შექმნა.

I კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა სალომე ანთაძემ აღდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყველას მიულოცეს ეს უდიდესი სულიერი დღესასწაული. მათ აღნიშნეს, რომ აღდგომა სიყვარულის, იმედისა და სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლოა. 

მოსწავლეებმა კეთილი სურვილები გაუზიარეს საზოგადოებას ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე, სიხარული და კეთილდღეობა უსურვეს ყველას. მათი გზავნილი განსაკუთრებით შეეხო ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სკოლაში აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვებში სულიერი ღირებულებების გაძლიერებას და ტრადიციებისადმი პატივისცემის გაღრმავებას.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203